სპორტული მოედნების მშენებლობა

17 ივნისი 2021, 19:57 1708 ნახვა

ქედაში ეკომიგრანტთა ეზოში სპორტული მინი მოედნის მშენებლობა დასრულდა. მრავალბინიანი საცხოვრებლის ეზოში  სპორტული ინფრასტრუქტურა მოსახლეობის თხოვნით მოეწყო. თვითმმართველობამ მოედნის მშენებლობისთვის 86 ათასი ლარი დახარჯა. პარალელურად მიმდინარეობს სოფელ წონიარისის სპორტული მოედნის მშენებლობაც.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი