ბრიუსელში ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები იკრიბებიან

12 ოქტომბერი 2022, 10:05 393 ნახვა

ნატო-ს წევრები და მოკავშირეები დღეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მინისტერიალზე უკრაინის საჰაერო თავდაცვითი დახმარების საკითხზე იმსჯელებენ.

ბრიუსელში უკვე ჩავიდა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი.

დღეს დაგეგმილი მინისტერიალი მადრიდში ჩატარებული თავდაცვის მინისტერიალის შემდეგ პირველი სამიტია, რომელზეც თავდაცვის მინისტრები იკრიბებიან. 

სამიტი ორდღიანია და ხვალ დასრულდება.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში