მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში ახლა ბერლინია, სადაც სამშვიდობო გეგმაზე მოლაპარაკებები გაიმართა. რამდენიმე საათის მანძილზე ზელენსკი და უიტკოფი ერთმანეთს დელეგაციებთან ერთად გერმანიის კანცლერის ადმინისტრაციაში ხვდებოდნენ.
ტრამპის 20 პუნქტიანი შეთანხმება და პირობები, რაც ომის დასრულების წინაპირობა უნდა გახდეს. ამ ეტაპზე ცნობილია ის, რომ უკრაინის პრეზიდენტი მზად არის უსაფრთხოების სანაცვლოდ უარი თქვას ნატოში გაწევრიანებაზე.
მედიის ცნობით, აშშ ითხოვს დონბასიდან უკრაინის ჯარების გაყვანას, კიევი კი არ თანხმდება მოთხოვნაზე.
