დრონებით შეტევა მოსკოვზე

15 დეკემბერი 2025, 11:59 130 ნახვა

გასული ღამის განმავლობაში აფეთქებები იყო რუსეთის სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის მოსკოვის ოლქში. ადგილობრივი ხელისუფლება უკრაინის მხრიდან  დრონებით შეტევის შესახებ იუწყება. ბელგოროდის ოლქის გუბერნატორ ვიაჩესლავ გლადკოვის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ცნობების მიხედვით, გასული ღამის განმავლობაში სარაკეტო შეტევის გამო განგაში სამჯერ გამოაცხადეს ქალაქ ბელგოროდსა და შჩებეკინოს რაიონში.   რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 15 დეკემბერს რუსეთის სხვადასხვა რეგიონში 130 დრონი ჩამოაგდეს.  დრონების შეტევის გამო დროებით შეჩერებული იყო დომოდედოვოსა და ჟუკოვსკის აეროპორტების მუშაობა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი