ევროპის პროკურატურამ საბერძნეთში ბრალი წაუყენა 16 პირს, რომლებიც თაღლითობაში არიან ეჭვმიტანილები

15 დეკემბერი 2025, 11:59 87 ნახვა

ევროპის პროკურატურამ საბერძნეთში ბრალი წაუყენა 16 პირს, რომლებიც ევროკავშირის აგრარული სუბსიდიების თაღლითურად მიღებაში არიან ეჭვმიტანილები. ბერძნული მედიის ცნობით, ბრალდებულებს  მიეცათ დრო მოსამართლის წინაშე ჩვენებების მისაცემად. ეჭვმიტანილები უკვე გამოცხადდნენ ათენში, ევროპის პროკურატურაში, სადაც მათ სისხლის სამართლის ბრალდებები წაუყენეს.

მათ შორისაა დანაშაულებრივი ორგანიზაციის შექმნა და ხელმძღვანელობა, დამამძიმებელ გარემოებებში სუბსიდიების თაღლითური გზით მიღება, ფულის გათეთრება. ივნისში ევროკავშირმა საბერძნეთს 392 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა სახელმწიფო სააგენტოს მიერ 2016–2023 წლებში აგრარული სუბსიდიების არამიზნობრივი გამოყენების გამო. საბერძნეთში პარალელურად ფერმერების აქციები მიმდინარეობს, რომლებიც ტრაქტორებით სხვადასხვა ობიექტის ბლოკადას ახდენდნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი