პრინცი ჰარი ბრიტანეთის მთავრობის წინააღმდეგ

08 აპრილი 2025, 09:05 204 ნახვა

დღეს ლონდონის სააპელაციო სასამართლო განიხილავს  პრინც ჰარის სააპელაციო საჩივარს  ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომელმაც სამეფო ოჯახის წევრს ბრიტანეთში ყოფნისას უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე უარი უთხრა. ჰარიმ, მეფე ჩარლზის უმცროსმა ვაჟმა, მთავრობის წინააღმდეგ საჩივარი ლონდონის უმაღლეს სასამართლოში მას შემდეგ შეიტანა, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2020 წლის თებერვალში ჰარის სახელმწიფო დაცვის უზრუნველყოფაზე უარი უთხრა. 

ჰარი სამეფო ოჯახის სხვა  წევრებთან  ერთად სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი უსაფრთხოების სრული დაცვით სარგებლობდა, სანამ იგი უარს იტყოდა სამეფო მოვალეობებზე და 2020 წლის მარტში თავის ამერიკელ მეუღლესთან, მეგან მარკლთან ერთად საცხოვრებლად კალიფორნიაში გადავიდოდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი