უკრაინის ქალაქებზე რუსული დრონებით თავდასხმის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა

09 აპრილი 2025, 09:03 218 ნახვა

უკრაინის ქალაქ დნიპროზე, ხარკოვსა და კრამატორსკზე რუსულმა ძალებმა დრონებით თავდასხმები განახორციელეს, დაშავებულია 17 ადამიანი. უკრაინის საჰაერო თავდაცვის  ძალების განცხადებით, ღამით თავდასხმის დროს რუსეთმა  55 დრონი გამოიყენა. მათგან 32 გაანეიტრალეს და  რვამ ვერ მიაღწია სამიზნეს.

ხარკოვის მერის ცნობით, რამდენიმე ადგილზე სულ მცირე 20 აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. დაშავებულია სულ მცირე ორი ადამიანი. დნიპროზე თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა.

დნიპროს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარის განცხადებით, დრონის ჩამოვარდნის შედეგად ქალაქის რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა, დაზიანებულია ხუთი მრავალსართულიანი კორპუსი, კერძო სახლები და ავტომობილები.

კრამატორსკზე თავდასხმის  სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი