ევროპელ ლიდერებს 9 მაისს კიევში ელოდებიან

15 აპრილი 2025, 12:30 196 ნახვა

უკრაინის ხელისუფლებამ ევროპელი ლიდერები კიევში 9 მაისს   მიიწვია, რათა უკრაინისადმი ევროკავშირის მხარდაჭერის დემონსტრირება კიდევ ერთხელ მოახდინონ. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიჰამ ევროპელ  კოლეგებს ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრაზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე დიდი აგრესიის წინააღმდეგ ერთიანობისა და სიმტკიცის დემონსტრირებისკენ მოუწოდა.
პარალელურად უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სურს   „მსურველთა კოალიციის“ ლიდერების შეხვედრა, რომელზეც განიხილავენ კიევის უსაფრთხოების გარანტიებს რუსეთთან შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ-განაცხადა სიბიჰამ. თავისი პირველი საგარეო ვიზიტის ფარგლებში  უკრაინას 9 მაისს ეწვევა გერმანიის მომავალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, უკრაინის დედაქალაქში  ასევე ელოდებიან საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს.
ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა  კაია კალასმა გააფრთხილა ევროკავშირის ლიდერები არ დაესწრონ მოსკოვში 9 მაისის აღლუმს. ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავის აღსანიშნავად მოსკოვში მიწვეული არიან სერბეთის, სლოვაკეთის, ჩინეთის, ინდოეთის და ბრაზილიის ლიდერები.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი