ჰარვარდის უნივერსიტეტის უარი ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნებზე

15 აპრილი 2025, 12:27 210 ნახვა

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ჰარვარდის უნივერსიტეტს 2   მილიარდზე  აშშ დოლარზე მეტი ოდენობის ფედერალურ დაფინანსებას გაუყინავს.  ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ გამოცხადდა, რაც უნივერსიტეტმა უარი განაცხადა წაყენებული მოთხოვნების შესრულებაზე. გასულ კვირას თეთრმა სახლმა ჰარვარდს გაუგზავნა მოთხოვნების სია, რომელიც ითვალისწინებდა უნივერსიტეტის მართვაში რადიკალურ ცვლილებებს.
უნივერსიტეტს მოსთხოვეს, იმუშაოს იმ პროფესორ-მასწავლებლების, პერსონალისა და სტუდენტების გავლენის შესამცირებლად, რომლებიც „აქტივიზმის მიმართ უფრო ერთგულები არიან, ვიდრე განათლების მიმართ“, მხოლოდ დამსახურების საფუძველზე უნდა აიყვანონ პროფესორ-მასწავლებლები და მიიღონ სტუდენტები და შეწყვიტონ რასის, კანის ფერის ან ეროვნული წარმომავლობის საფუძველზე ყველა პრეფერენცია, უნივერსიტეტმა ასევე უნდა შეამოწმოს საერთაშორისო სტუდენტები, „რათა თავიდან აიცილოს ამერიკული ღირებულებების მიმართ მტრულად განწყობილი სტუდენტების მიღება“ და ფედერალურ საიმიგრაციო ორგანოებს აცნობოს ქცევის წესებს დამრღვევი უცხოელი სტუდენტების შესახებ. ჰარვარდის უნივერსიტეტმა  მოთხოვნები უარყო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი