ჰონგ-კონგის ფოსტა აშშ-ში საფოსტო მომსახურებას აჩერებს

16 აპრილი 2025, 11:41 193 ნახვა

ჰონგ-კონგის ფოსტის განცხადებით,  იგი შეერთებულ შტატებში საზღვაო გზით აჩერებს საქონლის საფოსტო მომსახურებას, ხოლო   27 აპრილიდან შეწყვეტს საჰაერო გზით საფოსტო მომსახურებას აშშ-ის  ტარიფების  გამო. „შეერთებულ შტატებში ნივთების გაგზავნისას, ჰონგ კონგელები მზად უნდა იყვნენ გადაიხადონ უზარმაზარი მოსაკრებლები აშშ-ს არაგონივრული გადაწყვეტილების გამო.
ჰონკონგის ფოსტა ნამდვილად არ შეაგროვებს ე.წ. ტარიფებს აშშ-ს სახელით ", - ნათქვამია ჰონგ-კონგის ფოსტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 
სხვა საფოსტო გზავნილები, რომლებიც შეიცავს დოკუმენტებს, მათზე  შეზღუდვა არ იმოქმედებს. აშშ-ის მთავრობის განცხადებით, ჰონგ კონგი, ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი,  იგივე ტარიფებს დაექვემდებარა, რაც ჩინეთი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი