აშშ-ი არალეგალ მიგრანტებს თვითდეპორტაციის პროგრამას სთავაზობს

16 აპრილი 2025, 11:41 233 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი  ქვეყანაში მყოფ არალეგალ მიგრანტებს ნებაყოფლობით ქვეყნიდან გამგზავრების სანაცვლოდ ფინანსურ დახმარებას პირდება. ტრამპის ეგრეთწოდებული  „თვითდეპორტაციის პროგრამა“ ითვალისწინებს გარკვეულ ფინანსურ დახმარებას და მოგვიანებით ქვეყანაში კანონიერად დაბრუნების პერსპექტივას.
„ჩვენ მათ მივცემთ სტიპენდიას, გარკვეულ თანხას და ავიაბილეთს, შემდეგ კი ვითანამშრომლებთ მათთან. თუ მოგვინდება მათი უკან დაბრუნება, ვიმუშავებთ მათი სწრაფი დაბრუნების მიზნით– განაცხადა ტრამპმა ფოქს-ნიუსთან ინტერვიუში. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ წარადგინა ახალი აპლიკაცია, რომელიც აშშ-ში უკანონოდ მყოფ მიგრანტებს, დაკავებისა და დეპორტაციის ნაცვლად, „თვითდეპორტაციის“ საშუალებას მისცემს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი