ტრამპი ჰარვარდის უნივერსიტეტისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

16 აპრილი 2025, 11:42 163 ნახვა

შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი  ჰარვარდს გადასახადებისგან განთავისუფლების სტატუსის გაუქმებით დაემუქრა და თქვა, რომ უნივერსიტეტმა ბოდიში უნდა მოიხადოს  აკადემიური პროგრამების გადახედვის უარყოფის და ფედერალური გრანტების დაკარგვის უკანონო მოთხოვნების გამო.
ტრამპის ადმინისტრაციამ კოლუმბიის უნივერსიტეტიდან დაწყებული მთელი ქვეყნის მასშტაბით უნივერსიტეტებს უსაყვედურა პროპალესტინური სტუდენტური საპროტესტო მოძრაობის გამო.
ტრამპმა აღნიშნულ აქციებს უწოდა ანტიამერიკული და ანტისემიტური, დაადანაშაულა უნივერსიტეტები მარქსიზმსა და "რადიკალურ მემარცხენე" იდეოლოგიაში და პირობა დადო, რომ უნივერსიტეტებს, რომლებიც არ ეთანხმებიან მისი ადმინისტრაციის მოთხოვნებს,  ფედერალურ გრანტებს და კონტრაქტებს გაუუქმებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი