ინდოეთში ოპოზიციური პარტია განდის ოჯახის პოლიტიკურ დევნას აპროტესტებს

17 აპრილი 2025, 11:44 210 ნახვა

ინდოეთის ოპოზიციური ეროვნული კონგრესის პარტიის წევრებმა  პარტიის ლიდერების რაჰულ განდისა და მისი დედის   წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებები გააპროტესტეს.
მომიტინგეები გამოვიდნენ ქუჩებში პარტიის დროშებითა და პლაკატებით, სკანდირებდნენ ლოზუნგებს პრემიერ მინისტრ ნარენდრა მოდის დიქტატურის წინააღმდეგ და მას ქვეყანაში დემოკრატიის დაცვისკენ მოუწოდებდნენ.
ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლის  სამმართველომ  სამშაბათს 15 აპრილს ნიუ დელის სასამართლოს   გამოძიების დასკვნები წარუდგინა, რომლის თანახმად განდის  ყალბი კომპანიის შექმნას ედავებიან, რომელიც უკანონოდ აკონტროლებდა 300 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ქონებას. ეროვნული კონგრესის პარტია განდის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს "პოლიტიკურად მოტივირებულს" უწოდებს.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი