პუერტო- რიკოში  ენერგოკრიზისია

17 აპრილი 2025, 14:30 212 ნახვა

პუერტო რიკოში ენერგოკრიზისია. კუნძულზე ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა მოხდა მას შემდეგ, რაც ენერგოსადგურებმა მუშაობა  მოულოდნელად გააჩერეს. მოსახლეობა ელექტროენერგიის ალტერნატიულ წყაროებს მიმართავს. ადამიანები ელექტრო გენერატორებისთვის საწვავს იმარაგებენ, ბევრი ბიზნესი იძულებული გახდა დახურულიყო.
ადგილობრივები იმედგაცრუებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ  ელექტროენერგიის  გათიშვა ძალიან ხშირად ხდება. პუერტო რიკო დიდი ხანია ებრძვის ელექტროენერგიის სისტემატურ გათიშვას. კუნძული უშუქოდ დარჩა  ახალი წლის ღამესაც. მიზეზად  მოშლილი ინფრასტრუქტურა  სახელდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი