დღეს წმინდა მიწაზე მომლოცველები ვია დოლოროსას გზას გადიან

18 აპრილი 2025, 11:49 286 ნახვა

დღეს წითელი პარასკევია, ჩვენი გადამღები ჯგუფი ისრაელში იმყოფება. ამ დღეს წმინდა მიწაზე მომლოცველები ვია დოლოროსას გზას გადიან. ტკივილიან გზას, რომელიც მაცხოვარმა ჯვარცმამდე გაიარა.

ეს არის 600 მეტრიანი გზა, პილატეს სასახლედან გოლგოთამდე, რომლის გავლისას მომლოცველები ტრადიციულად 14-ჯერ ჩერდებიან.

მსვლელობაში ყოველწლიურად მონაწილეობენ ქართველი მომლოცველებიც  და ვია დოლოროსას გზას ქართული საგალობლით და ლოცვით გადიან.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი