აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შეერთებული შტატების ძალისხმევის შეწყვეტასა და გაცლაზე საუბრობს, იმ შემთხვევაში თუ უკრაინაში ომის დასრულება შეუძლებელი იქნება. მარკო რუბიოს თქმით, ტრამპის ადმინისტრაციას ომის შესაჩერებლად ძალისხმევა არ დაუკლია, თუმცა მათ „მიაღწიეს წერტილს, როდესაც უნდა გადაწყვიტონ და განსაზღვრონ, შესაძლებელია თუ არა ეს საერთოდ“. რუბიომ აღნიშნა, რომ ეს შტატების ომი არ არის. ასევე 3 წლის განმავლობაში ეხმარებიან უკრაინას და სურთ ომის დასრულება, რისთვისაც არაერთი ძალისხმევა გაწიეს.