რუსეთმა და უკრაინამ დაღუპული მებრძოლების ცხედრები გაცვალეს. კიევმა 909 სამხედროს ნეშტი დაიბრუნა, მოსკოვმა – 41.
პროცესში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი მონაწილეობდა.
გარდაცვლილი სამხედროები, ძირითადად, კურახოვის, ზაპოროჟიის, სუმისა და ხარკოვის ტერიტორიებზე იბრძოდნენ.
შემდეგი ეტაპი ცხედრების იდენტიფიცირების პროცესია.