რომში აშშ-სა და ირანს შორის რიგით მეორე არაპირდაპირი მოლაპარაკებები გაიმართება

19 აპრილი 2025, 12:06 239 ნახვა

დღეს რომში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის რიგით მეორე არაპირდაპირი მოლაპარაკებები გაიმართება, რომელსაც შუამავლობას ომანი გაუწევს. ირანული დელეგაცია უკვე იტალიის დედაქალაქში იმყოფება. თეირანი აცხადებს, რომ მზად არის დათმობებისთვის, თუმცა ურანის გამდიდრებაზე სრულად უარის თქმას არ აპირებენ, როგორც ამას ვაშინგტონი მოითხოვს. ამასთან, ირანს სურს გარკვეული გარანტიები, რომ მომავალში ვაშინგტონი ცალმხრივად არ გააუქმებს პოტენციურ შეთანხმებას.
მეორე რაუნდის გამართვამდე ერთი დღით ადრე, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც ის რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის, ხელი შეუწყოს ვაშინგტონსა და თეირანს შორის შეთანხმებას, იმ პირობით, რომ გათვალისწინებული იქნება ირანის კანონიერი ინტერესები.
ირანზე საუბრისას გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი პოზიცია, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს. ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებების პირველი რაუნდი მასკატში 12 აპრილს გაიმართა. ვაშინგტონმა შეხვედრა პოზიტიურად და კონსტრუქციულად შეაფასა, თეირანმაც ხაზი გაუსვა მეგობრულ ატმოსფეროს და ურთიერთპატივისცემას.

თამილა ზოიძე
პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი