რუსეთი სააღდგომო ზავს აცხადებს - პუტინი

19 აპრილი 2025, 18:56 286 ნახვა

რუსეთი სააღდგომო ზავს აცხადებს, - ამის შესახებ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით განაცხადა.

პუტინმა ამის თაობაზე რუსეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელ, ვალერი გერასიმოვთან შეხვედრის დროს ისაუბრა.

როგორც პუტინი აცხადებს, სააღდგომო ზავი 30 საათს გაგრძელდება.

„დღეს 18:00 საათიდან – კვირის 00:00 საათამდე რუსეთი სააღდგომო ზავს აცხადებს. ამ პერიოდის განმავლობაში შეწყდება ყველა საბრძოლო მოქმედება“, – განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, რუსეთი მზად უნდა იყოს კიევის მხრიდან ზავის შესაძლო დარღვევებისთვის და ვალერი გერასიმოვს მოუწოდა, მზად იყვნენ, "მოიგერიონ მოწინააღმდეგის ნებისმიერი პროვოკაცია თუ აგრესიული ქმედება".

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი