აშშ-ში დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა. აშშ-ის პრეზიდენტის ბოლოდროინდელი ქმედებების გასაპროტესტებლად ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა.
დემონსტრანტები თეთრ სახლთან, Tesla-ს შენობებთან და სხვადასხვა ქალაქის ცენტრში შეიკრიბნენ და სხვადასხვა საკითხზე უკმაყოფილება გამოხატეს, მათ შორის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ქმედებებზე. აქციის მონაწილეებს ეჭირათ ბანერები წარწერით „არა მეფეებს“.