ისრაელს არჩევანი არ აქვს, გარდა იმისა, რომ ღაზაში ბრძოლა გააგრძელოს - ბენიამინ ნეთანიაჰუ

20 აპრილი 2025, 15:52 294 ნახვა

ისრაელს სხვა არჩევანი არ აქვს, გარდა იმისა, რომ ღაზას სექტორში ბრძოლა გააგრძელოს, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

როგორც ნეთანიაჰუ აცხადებს, ისრაელი არ დაასრულებს ომს „ჰამასის“ განადგურებამდე, მძევლების გათავისუფლებამდე და იმის უზრუნველყოფამდე, რომ ღაზას ტერიტორია ისრაელისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდეს.

ნეთანიაჰუმ, ასევე, ისაუბრა იმაზეც, რომ ისრაელი არასდროს დაუშვებს ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი