უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიევის უკრაინის ქალაქად მოხსწნიების გამო, Fox News-სგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. მედია საშუალებამ სააღგომო წირვის ტრანსლაციის დროს კიევი რუსულ ქალაქად მოიხსენია.
„თუ ეს შეცდომა იყო და არა განზრახ პოლიტიკური განცხადება, საჭიროა ბოდიში და გამოძიება იმის დასადგენად, თუ ვინ დაუშვა შეცდომა“, - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი სოციალურ ქსელში.
Fox News-ზე, კიევში მიმდინარე სააღდგომო წირვის ტრანსლირებისას, რამდენიმე წუთის განმავლობაში ეკრანზე ეწერა - „კიევი, რუსეთი“.