აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა იემენის ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების პოზიციებზე მარტის თავდასხმის დეტალები გააზიარა მესიჯების იმ ჯგუფში, რომელშიც გაწევრიანებული არიან მისი მეუღლე, ძმა და პირადი ადვოკატი - ინფორმაცის ამის შესახებ ნიუ-იორკ თაიმის ავრცელებს.
ჰეგსეთმა, სავარაუდოდ, გააზიარა თავდასხმის იგივე დეტალები, რაც გასულ თვეში გამოაქვეყნა ჟურნალმა ატლანტიკმა მას შემდეგ, რაც მისმა მთავარი რედაქტორი ჯეფრი გოლდბერგი შეცდომით მიიწვიეს სიგნალის აპლიკაციის ცალკე მიმოწერაში, რომელშიც მონაწილეობდნენ პრეზიდენტი დონალდ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების ყველაზე მაღალი თანამდებობის პირები. ზე თაიმსის განცხადებით, მეორე ჩატი მოიცავდა დეტალებს საჰაერო თავდასხმების განრიგის შესახებ. ჰეგსეთის მეუღლე ჯენიფერი, ფოქს-ნიუსის ყოფილი პროდიუსერი, ასევე ესწრება საიდუმლო შეხვედრებს უცხოელ სამხედრო კოლეგებთან- იტყობინება უოლ სთრით ჯორნალი.
საიდუმლო ინფორმაციის კიდევ ერთი გაჟონვის შესახებ ცნობილი ხდება მას შემდეგ, რაც ჰეგსეტის ერთ-ერთი წამყვანი მრჩეველი დენ კალდველი გასულ კვირას პენტაგონიდან დაითხოვეს თავდაცვის დეპარტამენტში გაჟონვის ფაქტების გამოძიების დროს. კალდველის წასვლის შემდეგ, ნაკლებად მაღალი თანამდებობის პირები დარინ სელნიკი, რომელიც ახლახან გახდა ჰეგსეთის შტაბის უფროსის მოადგილე და კოლინ კეროლი, რომელიც თავდაცვის მდივნის მოადგილის სტივ ფაინბერგის შტაბის უფროსი იყო, ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვეს.
ტრამპის ადმინისტრაცია აქტიურად იბრძვის გაჟონვის წინააღმდეგ, რომელსაც ენთუზიაზმით შეხვდა ჰეგსეთი პენტაგონში. პენტაგონს მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.