უკრაინა რუსეთს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დრონებით და სარაკეტო თავდასხმების მინიმუმ 30 დღით შეწყვეტას სთავაზობს - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
„თუ რუსეთი არ დათანხმდება ამ შეთავაზებას, ეს იქნება იმის დასტური, რომ ის აპირებს გააგრძელოს მხოლოდ ის, რაც ანადგურებს ადამიანის სიცოცხლეს და ახანგრძლივებს ომს“, - წერს ზელენსკი იქსზე.
რუსეთმა და უკრაინამ კვირას ერთმანეთი ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული სააღდგომო ცეცხლის შეწყვეტის დარღვევაში დაადანაშაულეს. ორივე მხარე ერთმანეთს ასობით თავდასხმის განხორციელებას აბრალებს.
კრემლი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივების ბრძანება არ გაცემულა.