უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი მოლაპარაკებების მაგიდაზე არ დევს - კელოგი

21 აპრილი 2025, 11:01 204 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმედს გამოთქვამს, რომ მომავალ კვირაში რუსეთი და უკრაინა შეთანხმებას მიაღწევენ. ამის შესახებ ტრამპი თავის სოციალურ ქსელში წერს.

„იმედია, რუსეთი და უკრაინა შეთანხმებას მიაღწევენ ამ კვირაში. შემდეგ ორივე დაიწყებს დიდი ბიზნესის წარმოებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც ყვავის და სიმდიდრეს დააგროვებენ!“ – წერს ტრამპი.

ამავე კვირაში ლონდონში რუსეთსა და უკრაინაში შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი გენერალი კიტ კელოგი და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გუნდი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს დაუბრუნდებიან. კელოგის თქმით, უკრაინის ნატოში გაწევრიანება დღის წესრიგში არ არის. 

„პრეზიდენტი ტრამპი 90 დღეზე მეტხანს ცდილობდა ამ ომის მოგვარებას, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი ომის ევროპაში, ვიდრე ეს მათ გასული  900 და მეტი დღის განმავლობაში სცადეს. კელოგის თქმით,  წიაღისეულის შესახებ შეთანხმება ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტისა და „მუდმივი სამშვიდობო შეთანხმების“ გადაწყვეტის ნაწილი იყო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი