მსოფლიო ლიდერების სამძიმრის წერილები

21 აპრილი 2025, 14:58 237 ნახვა

რომის პაპის გარდაცვალებას მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯი დი ვენსი წერს -  „გული მწყდება მთელ მსოფლიოში მილიონობით ქრისტიანზე, რომლებსაც ის უყვარდა. "დღეს მსოფლიო გლოვობს პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებას. მან თავმდაბლობითა და უმანკო სიყვარულით, ნაკლებად იღბლიანების მიმართ მილიონობით ადამიანი შთააგონა კათოლიკური ეკლესიის მიღმაც კი. ჩემი ფიქრები არის ყველა იმ ადამიანთან, ვინც ამ დიდ დანაკარგს განიცდის-წერს ევროპული კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.

"მშვიდად განისვენე“-იქსზე ამ პოსტს უნგრეთის პრეზიდენტი ტამას შულიოკი აქვეყნებს. ირლანდიის პრემიერ მინისტრის მაიკლ მარტინის განცხადებაში ნათქვამია, რომ რომის პაპ ფრანცისკეს  განსაკუთრებული ადგილი უკავია ირლანდიელი ხალხის გულებში. 

ირლანდიაში ვიზიტის დროს ბევრს ახსოვს რომის პაპ ფრანცისკეს ტკივილისა და სირცხვილის გამოხატვა კათოლიკურ ეკლესიაში ბავშვებზე ისტორიული ძალადობის გამო.  ლატვიის პრეზიდენტი   ლატვიელი ხალხის სახელით გამოვხატავს ღრმა მწუხარებას და აღნიშნავს, რომ პაპი ფრანცისკე იყო თანამგრძნობი და კეთილი ადამიანი.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი კაია კალასი იხსენებს  რომში ცოტა ხნის წინ  პაპთან გამართულ შეხვედრას.  მადლობა გადავუხადე პაპ ფრანცისკეს ძლიერი ლიდერობისთვის ყველაზე დაუცველთა  და ადამიანური ღირსების დასაცავად.  ჰოლანდიის პრემიერ მინისტრის დიკ შოოფის განცხადებაში ვკითხულობთ-გლობალური კათოლიკური საზოგადოება ემშვიდობება ლიდერს, რომელმაც აღიარა ჩვენი დროის მწვავე საკითხები და ყურადღება მიიპყრო მათზე. პაპი ფრანცისკე მისაბაძი მაგალითი იყო ბევრისთვის - კათოლიკებისთვის და არაკათოლიკებისთვის. ჩვენ მას დიდი პატივისცემით ვიხსენებთ."

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა იქსზე წერს, რომ პაპი ფრანცისკეს სახით ყველა კეთილი ნების მქონე ადამიანმა დაკარგა ბრძენი და ახლო მეგობარი, შთამაგონებელი მასწავლებელი, მამა, რომელიც ზრუნავდა მთელ კაცობრიობაზე - როგორც ერთი, დიდი ოჯახი.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი