ვატიკანში კარდინალები იკრიბებიან

22 აპრილი 2025, 11:04 178 ნახვა

რომის პაპი ფრანცისკე 21 აპრილს, დილით ინსულტისა და შემდგომი გულის უკმარისობის შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ წმინდა საყდრის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი. ვატიკანის მთავარი ექიმის ანდრეა არქანჯელის დასკვნით,  პაპმა ინსულტი განიცადა, რამაც კომა და გულის უკმარისობა გამოიწვია.

დღეს კარდინალები  პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიის გეგმას, ასევე  ახალი პაპის არჩევამდე პერიოდში ეკლესიის ყოველდღიურ ფუნქციონირებას განიხილავენ. ვატიკანმა განაცხადა, რომ ცერემონია პარასკევიდან კვირამდე პერიოდში გაიმართება.

ფრანცისკემ ორშაბათს გამოქვეყნებულ საბოლოო ანდერძში დაადასტურა, რომ მას სურდა დაკრძალულიყო რომის წმინდა მარიამ დიდის ბაზილიკაში და არა წმინდა პეტრეს ბაზილიკაში, როგორც ამას ტრადიცია ითვალისწინებს.

ახალი პაპის ასარჩევი კონკლავი, როგორც წესი, პაპის გარდაცვალებიდან 15-20 დღის შემდეგ იმართება.

135-მდე კარდინალს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს უკიდურესად გასაიდუმლოებულ კენჭისყრაში, რომელიც შეიძლება რამდენიმე დღეს გაგრძელდეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი