უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ლონდონში დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე უკრაინის დელეგაციას ექნება მანდატი, განიხილოს ცეცხლის სრული ან ნაწილობრივი შეწყვეტა.
ბრიფინგზე მან ასევე განუცხადა ჟურნალისტებს, რომ უკრაინა მზად არის გამართოს რუსეთთან მოლაპარაკებები ნებისმიერ ფორმატში, როგორც კი ცეცხლი შეწყდება და კიევსა და მოსკოვს შორის საბრძოლო მოქმედებები შეჩერდება. მისივე თქმით მრავალი ძალიან რთული საკითხია, როგორებიცაა ტერიტორიები, უსაფრთხოების გარანტიები და უკრაინის გაწევრიანება ნატოს სამხედრო ალიანსში.
მოლაპარაკებები ლონდონში, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიიღონ შეერთებული შტატების, ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და უკრაინის ოფიციალურმა პირებმა აშშ-ის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს.
ვაშინგტონი ცდილობს დიპლომატიური გზით იპოვოს გზა რუსეთის უკრაინასთან ომის დასასრულებლად.
ზელენსკიმ თქვა, რომ სიამოვნებით შეხვდება აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ამ კვირის ბოლოს რომში, პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიის ფარგლებში.