უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში დრონებით თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა

23 აპრილი 2025, 08:44 159 ნახვა

რუსეთმა დრონებით ექვსი თავდასხმა განახორციელა   ქალაქ ხარკოვის ნოვობავარის რაიონზე. ხარკოვის მერის ინფორმაციით, იერიშებმა  მასშტაბური ხანძრები გამოიწვია. ცხრა ადამიანი დაიღუპა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ მარგანეცზე  რუსული დრონებით თავდასხმის შედეგად. რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი ლისაკის თქმით, „დაშავებულის 30 ადამიანი და  მათი  რიცხვი მუდმივად იზრდება“.

რუსული დრონის სამიზნე  გახდა ავტობუსი, რომელშიც ერთ-ერთი საწარმოს თანამშრომლები იმყოფებოდნენ. უკრაინის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის  ბრიგადები  უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესაზე რუსული დრონებით თავდასხმის შემდგომ შენობაში გაჩენილ ხანძარს აქრობენ. 

რუსეთმა ღამით აღმოსავლეთ, სამხრეთ და ცენტრალურ უკრაინაზე ათობით დრონით თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ოდესაში ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, ხოლო პოლტავის რეგიონში სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და ბიზნეს-ობიექტები დაზიანდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი