6 ადამიანი დაშავდა უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმის შედეგად.
ქალაქის მერის თქმით, ქალაქს 14-ჯერ დაესხნენ თავს დრონებით და 10-ჯერ რაკეტებით.
12 დრონმა და შვიდმა ფრთოსანმა რაკეტამ მიაღწია მიზანს.
დაზიანებულია მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები, ქალაქის პოლიკლინიკა, სკოლის შენობა, კერძო ეზოები, სამრეწველო საწარმოები და სასტუმრო კომპლექსი.