ევროკავშირი მოლდოვას მოკლე რადიუსის საჰაერო თავდაცვის სისტემის მოდერნიზაციისთვის 20 მილიონი ევროს დახმარებას გაუწევს. მოლდოვის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად თანხა „ევროპული მშვიდობის ფონდიდან“ გამოიყოფა.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, გადაწყვეტილების მიზანი მოლდოვის არმიის მოდერნიზება და მისი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაა მოლდოვის ნეიტრალიტეტის სრული პატივისცემით.