საკრებულოს სხდომა ქედაში

25 აპრილი 2025, 14:50 212 ნახვა

საკრებულოს სხდომა ჩატარდა ქედაში.  ქედის მერიის შიდა აუდიტის სამსახურმა 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ითქვა, რომ სამსახურმა ოთხი ობიექტი, როგორც შპს, ასევე აიპის საქმიანობა შეისწავლა, რომელთაც ჯამში 14 რეკომენდაცია მიეცათ. რეკომენდაციები ძირითადად მოიცავს აიპ ქედის ისტორიული მუზეუმის მიერ პანდუსის მოწყობის, მუზეუმში ტემპერატურის კონტროლს, ასევე თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების აუცილებლობას.

აუდიტის რეკომენდაციით კომუნალური სერვისის მიერ უნდა მოხდეს გარეგანათების ბოძებისა და შესაბამისი ინვენტარის აღრიცხვა. სამსახურმა გასცა რეკომენდაცია დაბა ქედაში საპარკინგე ქსელის კეთილმოწყობასა და რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებთან დაკავშირებითაც.

დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს წევრების გადაწყვეტილებით, საქართველოს ნოტარიუსთა პალატას საკუთრებაში უძრავი ქონება გადაეცა. განიხილეს ადგილობრივი ბიუჯეტის მიმდინარე წლის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიში.

ბიუჯეტი შესრულების ნაწილში 92%-ს შეადგენს, გრანტებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 93% შეადგინა. 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი