ქობულეთის საკრებულომ გადადგომის შესახებ ლევან ზოიძის განცხადება დააკმაყოფილა

16 მაისი 2025, 14:15 230 ნახვა

ქობულეთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ლევან ზოიძის მერის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელეს და დააკმაყოფილეს.

ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, გადაწყვეტილება ლევან ზოიძემ ოჯახური მდგომარეობის გამო მიიღო.

ამჟამად ქობულეთის მერის მოვალეობას დროებით პირველი მოადგილე ირაკლი ცეცხლაძე ასრულებს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი