საკრებულოს სხდომა ხელვაჩაურში

25 აპრილი 2025, 14:51 314 ნახვა

ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 5 საკითხი განიხილეს. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა 2025 წლის ბიუჯეტში. სხდომაზე მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურმა ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიშიც წარადგინა. 

მერიის ინფორმაციით, ბიუჯეტი შესრულების ნაწილში 89%-ით შესრულდა - საერთო ჯამში კი მთავარი საფინანსო დოკუმენტი 69 ათას 491 ლარით განისაზღვრა. დღესვე საკრებულოს წევრებმა  განიხილეს და მხარი დაუჭირეს ხელვაჩაურის  ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე  გეოგრაფიული ობიექტების სახელდების დამატებითი წესის დამტკიცებას.

დღესვე გახდა ცნობილი, რომ მოქალაქეები მშენებლობისათვის არქიტექტურულ  პროექტსა და სანებართვო დოკუმენტაციას ელექტრონული ფორმით წარადგენენ.

ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომას ბოიკოტის რეჟიმში არ ესწრებოდა ოპოზიცია.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი