დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კამენსკში რუსეთის მორიგ იერიშს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ოთხი კი დაშავდა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა.
რუსმა სამხედროებმა შეუტიეს ხარკოვსაც. დაშავდა ერთი არასრულწლოვანი.
რუსეთმა დრონებით იერიში მიიტანა კიროვოგრადის ოლქზეც.