რომის პაპს დღეს დაკრძალავენ

26 აპრილი 2025, 11:56 86 ნახვა

რომის პაპ ფრანცისკეს დღეს დაკრძალავენ. ათასობით ადამიანი, ასევე მსოფლიო ლიდერები დაკრძალვის ცერემონიისთვის იკრიბებიან. პაპს წმინდა პეტრეს მოედანზე დაასვენებენ, სადაც წირვა თბილისის დროით 12 საათზე დაიწყება.
წირვის დასრულების შემდეგ ანდერძის მიხედვით პაპს სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში გადაასვენებენ და დაკრძალავენ. მანამდე ქალაქის ქუჩებში სამგლოვიარო პროცესია გაიმართება. ვატიკანის ცნობით, პაპის პატივსაცემად სამი დღის განმავლობაში წმინდა პეტრეს ბაზილიკაში 250 ათასზე მეტი ადამიანი მივიდა. გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები და დედაქალაქის ქუჩებში წესრიგს 10 ათასზე მეტი თანამშრომელი უზრუნველყოფს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი