რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიამდე აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდნენ. დასავლურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმაც. მისი თქმით, შეხვედრა რამდენიმე წუთს გაგრძელდა. Sky News იტყობინება, რომ ორი ლიდერი პაპის დაკრძალვის შემდეგ, მოლაპარაკებების გაგრძელებაზე შეთანხმდა. ცნობისთვის, ბოლოს ტრამპი და ზელენსკი ერთმანეთს 28 თებერვალს, თეთრ სახლში შეხვდნენ.