ირანის პორტში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. დაშავებულია 700-ზე მეტი ადამიანი.
ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
შაჰიდ-რაჯაის პორტში აფეთქება 26 აპრილს მოხდა. გავრცელებული ცნობებით, სავარაუდოდ, მიზეზი სარაკეტო საწვავში გამოყენებული ნივთიერებები გახდა.
აფეთქების მიზეზი ოფიციალურად, ჯერჯერობით, არ დადასტურებულა.