ვანკუვერში დაღუპულებს გლოვობენ

28 აპრილი 2025, 09:50 88 ნახვა

კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი ვანკუვერში ჩავიდა, და პატივი მიაგო გუშინ მომხდარი ინციდენტის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას. კანადის პროკურატურის განცხადებით, თავდასხმაში ეჭვმიტანილია ვანკუვერის 30 წლის მკვიდრი, რომელიც ფილიპინების საზოგადოებრივ ფესტივალზე ხალხში ჯიპით შევარდა.    

შაბათს საღამოს თავდასხმა კანადის ფედერალურ არჩევნებამდე ორი დღით ადრე მოხდა.

თავდასხმის  შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.

პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულის  ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ხელისუფლებისთვის  ცნობილი იყო. პოლიციის განცხადებით, მომხდარს ტერორიზმთან  კავშირის არ აქვს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი