ზელენსკისთან კარგი შეხვედრა მქონდა - ტრამპი

28 აპრილი 2025, 10:50 114 ნახვა

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთს მოუწოდა, შეწყვიტოს თავდასხმები უკრაინაში, ხოლო სახელმწიფო მდივანმა  აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა უარი თქვას სამშვიდობო მცდელობებზე, თუ პროგრესს ვერ დაინახავს.

ნიუ ჯერსიში ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია იმით, რომ რუსეთი აგრძელებს უკრაინაზე თავდასხმას და თქვა, რომ შაბათს ვატიკანში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მისმა პირისპირ შეხვედრამ კარგად ჩაიარა.  

ამ შეხვედრის შემდეგ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გააკრიტიკა და სოციალურ მედიაში დაწერა, რომ რუსეთისთვის არ არსებობს მიზეზი  მშვიდობიან მოსახლეობას რაკეტები ესროლოს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი