უკრაინაზე რუსული დრონებით თავდასხმის შედეგად 12 წლის გოგონა დაიღუპა

29 აპრილი 2025, 13:45 102 ნახვა

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, რუსეთმა ღამით უკრაინას 100 დრონით შეუტია და საჰაერო ძალების დანაყოფებმა მათგან 37 ჩამოაგდეს. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ერთი დრონი დნეპროპეტროვსკის ოლქის სამარივსკის რაიონში საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა.

თავდასხმის შედეგად 12 წლის გოგონა დაიღუპა. რუსეთს თავდასხმასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

მოსკოვი უარყოფს მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას იმ ომში, რომელიც სამ წელზე მეტი ხნის წინ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრით დაიწყო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი