შვედეთში სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, თავდამსხმელს ეძებენ 

30 აპრილი 2025, 09:01 80 ნახვა

შვედეთის პოლიცია ქალაქ უფსალაში მომხდარი სროლის გარემოებებს იძიებს,  რომლის დროსაც სამი ადამიანი დაიღუპა.

პოლიციამ მანამდე განაცხადა, რომ მომხდარს  მკვლელობის მუხლით  იძიებს და, რომ  არ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ინციდენტი ტერორისტული აქტი ან სიძულვილით მოტივირებული დანაშაული იყო. პოლიციის თქმით, მსხვერპლი ჯერ კიდევ არ არის იდენტიფიცირებული და არც მკვლელობის მოტივია ცნობილი. 

თვითმხილველებმა შვედეთის ტელევიზიას განუცხადეს, რომ ხუთი გასროლის ხმა გაიგონეს და დაინახეს ადამიანები, რომლებიც უსაფრთხო ადგილისკენ გარბოდნენ. რამდენიმე შვედურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სროლა ქალაქის ცენტრში მდებარე საპარიკმახეროში ან მასთან ახლოს მოხდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში