ახალი ზელანდიის დედაქალაქ უელინგტონში ათწლეულის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ქარიშხლის გამო სკოლები დაიხურა და ფრენები გაუქმდა.
ზღვის წყალმა სანაპირო გზები დატბორა. რამდენიმე რაიონში 24-საათიანი ძლიერი წვიმის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. წყლისა და ატმოსფერული კვლევების ეროვნული ინსტიტუტის განცხადებით, უელინგტონში ქარის საშუალო სიჩქარემ საათში 87 კილომეტრს მიაღწია, რაც 2013 წლის შემდეგ ყველაზე ძლიერი მაჩვენებელია, ხოლო ბარინგ ჰედში ქარის ნაკადებმა საათში 160 კილომეტრს მიაღწია.
უელინგტონისთვის გამოცხადებულია უმაღლესი – წითელი დონის გაფრთხილება, ახალი ზელანდიის მეორე უდიდეს ქალაქ კრაისტჩერჩში კი, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.