სალონიკში ქალი, სავარაუდოდ, ასაფეთქებლის ბანკომატში ჩამონტაჟებას ცდილობდა

03 მაისი 2025, 11:46 339 ნახვა

საბერძნეთის ქალაქ სალონიკში აფეთქების შედეგად 38 წლის ქალი დაიღუპა. პოლიციის განცხადებით, წინასწარი ვერსიით ქალს ასაფეთქებელი მოწყობილობა თან ჰქონდა და მის ბანკომატში დამონტაჟებას ფიქრობდა, მაგრამ რაღაც არასწორად წარიმართა და ხელში აფეთქდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება, საქმე ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებაც ჩაიბარა. აფეთქების შედეგად დაზიანდა მიმდებარე შენობები და ავტომობილები.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში