აშშ-მა რუმინეთი უვიზო მიმოსვლის პროგრამიდან ამორიცხა

03 მაისი 2025, 11:54 79 ნახვა

აშშ-მა რუმინეთი უვიზო რეჟიმის პროგრამიდან ამოიღო. ამის შესახებ, ინფორმაციას აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, რუმინეთი უვიზო რეჟიმის პროგრამიდან „საზღვრისა და იმიგრაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და თავად პროგრამის მთლიანობის დაცვის მიზნით“ ამოიღეს.

„უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით მრავალწლიანი მჭიდრო თანამშრომლობისთვის რუმინეთის მადლიერები ვართ. შესაძლოა, პროგრამაში რუმინეთის ხელახლა ჩართვის საკითხის მომავალში განხილვა მოხდეს“, - აცხადებენ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტში.

რუმინეთის მთავრობაში ამბობენ, რომ „აშშ-თან თანამშრომლობას გააგრძელებენ, რათა საკითხის გადახედვა მოხდეს“.

რუმინეთი უვიზო მიმოსვლის პროგრამაში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ 2025 წლის 9 იანვარს დაამატა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში