რუსეთის წინააღმდეგ ამერიკის ოფიციალური პირები სანქციების ახალ პაკეტს ამზადებენ - როიტერი

03 მაისი 2025, 14:56 97 ნახვა

სააგენტო „როიტერი“ წყაროზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი ეკონომიკური სანქციები შეიმუშავეს. სააგენტო წერს, რომ უკრაინაში ომის დასრულებისთვის რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების მიზნით, აშშ-ის პოტენციური სანქციების სამიზნეს რუსეთის ენერგეტიკული და საბანკო სექტორები, მათ შორის „გაზპრომი“ და სხვა კომპანიები, წარმოადგენს. წყარო აღნიშნავს, რომ ეროვნული უშიშროების საბჭო ცდილობს კოორდინაცია გაუწიოს რუსეთის წინააღმდეგ სადამსჯელო ქმედებას. გადაწყვეტილებას ხელი დონალდ ტრამპმა უნდა მოაწეროს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში