რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

04 მაისი 2025, 10:50 92 ნახვა

რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები დილის 07:00 საათზე გაიხსნა და 21:00 საათზე დაიხურება.

კენჭისყრაში 11 კანდიდატი მონაწილეობს.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების თანახმად, არჩევნებში ულტრამემარჯვენე ოპოზიციური პარტიის (AUR) „რუმინელთა გაერთიანების ალიანსის“ ლიდერი, ჯორჯ სიმიონი ლიდერობს.

რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის ნოემბერშიც ჩატრადა. მაშინ არჩევნებში დამოუკიდებელმა მემარჯვენე კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა, თუმცა რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა განაცხადეს, რომ შედეგის ბათილად ცნობის გადაწყვეტილება მიიღეს სადაზვერვო დოკუმენტების საფუძველზე, რომლებიც არჩევნების პირველ ტურზე რუსეთის გავლენას ადასტურებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში