ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ თელ ავივის ბენ გურიონის აეროპორტზე "ჰუსიტების" სარაკეტო თავდასხმაზე რეაგირების საკითხზე მაღალჩინოსნებთან კონსულტაციებს გამართავს. იგი თავდაცვის მინისტრ, ისრაელ კაცს და თავდაცვის უწყების სხვა მაღალჩინოსნებთან ონლაინ რეჟიმში შეხვედება.
ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შეხვედრაზე განიხილება პოტენციური რეაგირების გზები, მათ შორის, ისრაელის მხრიდან იემენში „ჰუსიტების“ ობიექტებზე პირდაპირი დარტყმის განხორციელება.
ბენიამინ ნეთანიაჰუ დღეს საღამოს უსაფრთხოების კაბინეტს შეკრებს და ღაზაში სამხედრო კამპანიის გაფართოების, სირიაში მიმდინარე ბრძოლების, ჰუსიტების თავდასხმას საკითხებს განიხილავს.