ჩვენ გვაქვს საკმარისი ძალა და საშუალებები 2022 წელს დაწყებული საქმე ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანოთ - პუტინი უკრაინაში ომზე

04 მაისი 2025, 15:54 56 ნახვა

რუსეთს ახლა აქვს საკმარისი ძალა და რესურსები უკრაინაში ომის ლოგიკურ დასასრულამდე მისაყვანად, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების საჭიროება არ იქნება.

„ჩვენ გვაქვს საკმარისი ძალა და საშუალებები, რომ 2022 წელს დაწყებული საქმე ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანოთ იმ შედეგით, რომელიც რუსეთს სჭირდება“, – ასე უპასუხა პუტინმა ჟურნალისტის კითხვას, არსებობს თუ არა უკრაინაში ბირთვული ესკალაციის საფრთხე.

როგორც პუტინმა განაცხადა, რუსეთი გულწრფელად ცდილობდა, მშვიდობიანად მოეგვარებინა ოკუპირებული დონბასის საკითხი.

„ჩვენ გულწრფელად ვცდილობდით დონბასის პრობლემის მშვიდობიანი გზებით გადაწყვეტას. აღმოჩნდა, რომ მეორე მხარე ფიქრობდა და მოქმედებდა სხვაგვარად“, – განაცხადა პუტინმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში