ბოლო დღეებში უკრაინასა და რუსეთზე კარგი დისკუსიები გვქონდა - ტრამპი

05 მაისი 2025, 10:58 101 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტმა დეტალების დაკონკრეტების გარეშე განაცხადა, რომ მას და მის მრჩევლებს ბოლო დღეებში რუსეთისა და უკრაინის შესახებ რამდენიმე კარგი დისკუსია ჰქონდათ.

ჟურნალისტებმა ტრამპს ჰკითხეს, გეგმავს თუ არა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას საუდის არაბეთში  თვის ბოლოს დაგეგმილი ვიზიტის დროს. ტრამპმა თქვა, რომ ამაზე არ უფიქრია.  

„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში,  რუსეთსა და უკრაინაზე რამდენიმე კარგი საუბარი გვქონდა. გეტყვით, რომ იქ დიდი სიძულვილია ორ  მხარეს შორის. გენერლებს შორისაც კი უზარმაზარი სიძულვილია. თუმცა, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ძალიან კარგი დისკუსიები გვქონდა“ - განაცხადა ტრამპმა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში